27 აპრილი, 2021
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა აირჩიეს. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატურას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, ასევე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.